2024 წლის 16 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტის - თეა ბორკოვსკას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის გავრცელება, მიმდინარეობის და მართვის თავისებურებები და გამოსავლები აივ/შიდსით ავადმყოფებში საქართველოში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი თენგიზ ცერცვაძე
სხდომა გაიმართება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ალ. ყაზბეგის გამზირი 16, კორპუსი 8,
მეორე სართული, ბიბლიოთეკა.